რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” ბაშკირეთიდან თბილისში ფრენებს იწყებს | პირველი რეისი 26 იანვარს შესრულდება

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ამატებს. ავიაკომპანია ფრენებს ამჯერად ს ფედერაციაში შემავალი ბაშკირეთის დედაქალაქ უფასა და თბილისს შორის იწყებს. პირველი რეისი 26 იანვარს შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ “აზიმუტი” რეისებს მოსკოვიდან, სოჭიდან და მინვოდიდანაც ახორციელებს. ასევე, აქვს ფრენა მოსკოვი-ს მიმართულებით. ის იყო პირველი ავიაკომპანია, რომელმაც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთიდან პირველი ფრენა განახორციელა – მას შემდეგ, რაც პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოსთან ავიამიმოსვლა განახლდა.
“აზიმუტი” უკრაინის მიერაა დასანქცირებული.