რუსმა ოლიგარქმა Strabag-ის წილი გაყიდა, რომლის შეძენასაც Raiffeisen გეგმავს – Reuters

რუსმა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ კვიპროსული Rasperia გაყიდა, რომელიც ავსტრიულ Strabag-ში 24,1%-ს ფლობს. Raiffeisenbank გეგმავს ამ წილის 1,51 მილიარდ ევროდ შეძენას და აქციების Raiffeisen Bank International-ს გადაცემას დივიდენდების სახით. Reuters-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა RBI-ს მოსთხოვა ინფორმაცია გარიგების მონაწილეების შესახებ და დასძინა, რომ დერიპასკა სანქციებს ექვემდებარება.
სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ ავსტრიის უმსხვილეს სამშენებლო კომპანია Strabag-ში თავისი წილები გაყიდა, რამაც შეიძლება დააჩქაროს ავსტრიულ საბანკო ჯგუფის, Raiffeisen Bank International (RBI)-ის შეთანხმება Strabag-ის წილების ყიდვასთან დაკავშირებით. ამ შეთანხმებით კი ავსტრიული ბანკი დან მილიონების გატანას შეძლებს, წერს Reuters-ი.
აღნიშნული შეთანხმებით ავსტრიულ Raiffeisen Bank International-ს, რუსეთის უმსხვილესი დასავლურ ბანკს სურს იყიდოს Strabag-ის დაახლოებით 24%-იანი წილი და გათავისუფლდეს იმ მილიარდებისგან, რომელიც რუსეთში აქვს.
შეგახსენებთ, რომ Raiffeisen Bank International-მა განაცხადა, რომ 2023 წლის მარტის ბოლოს განიხილავს რუსული ბიზნესის შესაძლო გაყიდვას ან გამოყოფას. ეს მოხდა ავსტრიელი ინვესტორებისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ზეწოლის შემდეგ.
მაისში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ RBI-მ მიატოვა რუსული ერთეულის გაყიდვის იდეა მყიდველის ვერ პოვნის გამო. ამიტომ ჯგუფი აპირებდა მის გამოყოფას და აქციონერებისთვის გადაცემას.

ასევე დაგაინტერესებთ