“ფასები არ გაიზრდება” – რა გეგმები აქვს Riverside Racha-ს?

რაჭაში მდებარე ტურისტული ობიექტი RiverSide Racha წელს ინფრასტრუქტურის განახლებას აპირებს, რაც აუზის მოპირკეთებას და კოტეჯის რეაბილიტაციას გულისხმობს. როგორც BM.GE-სთან ინტერვიუში ობიექტის მენეჯერმა ქეთევან აბუთიძემ განაცხადა, ამ გეგმის შესასრულებლად დაახლოებით 20 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
“ამასთან, მოთხოვნიდან გამომდინარე, დილის საუზმის დამატებასაც ვგეგმავთ”, – აღნიშნა მან.
RiverSide Racha 5 კეთილმოწყობილ კოტეჯს აერთიანებს, თითოეულში 4-5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მის მოსაწყობად კი ამ დრომდე 100 000 დოლარის ინვესტიციაა ჩადებული.
როგორც ქეთევან აბუთიძემ აღნიშნა, წელს ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
“გასულ წელს, ს ტრაგედიის შემდეგ, ფასების დაკორექტირება მოგვიწია და მომხმარებლებს ფასდაკლებებს ვთავაზობდით, ოღონდ ჩამოსულიყვნენ. ამასთან, გაგვიუქმდა ჯავშნების გარკვეული რაოდენობაც. წინა წელთან შედარებით წელს ვვარაუდობთ, რომ ფასები არ გაიზრდება. ახლანდელი ფასი, წინა წლის ფასთან შედარებით დაახლოებით 10%-ით შემცირებულია. ახლა კოტეჯში 4-5 ადამიანის ერთი ღამით განთავსება 180-200 ლარი ღირს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 250-280 ლარი იყო. ზაფხულში, სავარაუდოდ, განთავსების ღირებულება 250 ლარი გახდება, ხოლო დიდ კოტეჯში განთავსება 300 ლარი“, – აცხადებს აბუთიძე.
RiverSide Racha-ს მენეჯერი რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კვლავ პრობლემაა გაზიფიცირება და ელექტროენერგია. მისი ინფორმაციით, სოფელში გაზის შეყვანა დაწყებულია, სავარაუდოდ ერთ წელიწადში კი მრიცხველებიც დამონტაჟდება და რეგიონს გაზი ექნება.
„რაჭაში გარდა გაზისა, გამოწვევაა ელექტროენერგიაც. შესაბამისად, ზამთარში შუქი ხშირად ქრებოდა. აქედან გამომდინარე, რეგიონი ზამთრის სეზონისთვის მზად არ არის. ასევე პრობლემაა წყალიც, რომელიც ზამთარში იყინება”, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ