რუსთავის მერობის კანდიდატი : თუკი რამეს ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია – ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ასევე, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შენობების რეაბილიტაცია

რუსთავის მერობის კანდიდატი : თუკი რამეს ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია – ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ასევე, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შენობების რეაბილიტაცია
თუკი რამეს ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა. მოქმედი მერი, რომელიც მეორედ იბრძოლებს არჩევნებში გამარჯვებისთვის, აცხადებს, რომ რუსთავის მერიის გუნდი მუდმივად მუშაობდა ქალაქის განვითარებისთვის.
ლაცაბიძის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკა, ასევე ქალაქის შიდა გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შენობების რეაბილიტაცია. “ბევრი შენობა გავხსენით, ამ მიმართულებით, ერთ-ერთი პირველი იყო რეფორმა, რომელიც ბიბლიოთეკებში დავიწყეთ. გავხსენით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე საკმაოდ თანამედროვე, ლამაზი ინფრასტრუქტურით. მერიას, ჩვენს გუნდს გვიწევდა შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის განვითარება არ გაჩერებულიყო. [მომდევნო ოთხ წელში] ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება და გაგრძელება. გამოწვევები რჩება ქალაქში, ეს არის შიგნით ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასევე იქნება შენობების რეაბილიტაცია, ზოგისთვის – ავთენტური სახის შენარჩუნება.” – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება