რუსთაველი გადაკეტილია – ადგილზე პოლიცია გამოჩნდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება – თავიდან დემონსტრანტები ტროტუარზე იდგნენ, შემდეგ კი ისევ დაიკავეს გზის სავალი ნაწილი და რუსთაველიც 326-ედ გადაიკეტა.
თუმცა რამდენიმე წუთის წინ იქ პოლიცია მივიდა და აქციის მონაწილეები გააფრთხილა და მოუწოდა გზის გახსნისკენ.
აქცია გრძელდება „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონის ფონზე, რომლის გამოც მხოლოდ დღეს, გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის დაფარვის ბრალდებით 14 ადამიანი დააკავეს, 13-ზე კი საქმის წარმოება დაიწყეს. ახალი კანონით ამ ქმედებისთვის ჯარიმის ნაცვლად 15 დღემდე პატიმრობაა განსაზღვრული. დღეს დაკაცებულების სასამართლო სხდომები ამ წუთებშიც მიმდინარეობს – ნაწილს უკვე შეეფარდა პატიმრობა, ნაწილი გაფრთხილების შემდეგ ან სხვა მიზეზი დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ამბობს, რომ სულ 27 ადამიანი ჰყავს იდენტიფიცირებული.
19 ოქტომბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ თუ იგივე ადამიანები მსგავს ქმედებას გაიმეორებენ, დადგება მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ კანონით დადგენილ ზომებს გამოიყენებს“.
„ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომლითაც გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო იზღუდება. აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:
· აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
· ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
· გზის გადაკეტვისთვის.
„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.
დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი – შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე – დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი – კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ – შავი ზღვის კაბელი უპირველესად მათ ინტერესებშია