რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებულია 16 პირი – შსს

„მონებო” – „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის დატოვება ამ შეძახილების ფონზე უწევთ.
რამდენიმე სააათის განმავლობაში, მოქალაქეები პარლამენტის იმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ს გამოსვლის პარალელურად აქციას მართავდნენ. აქციის მონაეილეებმა რამდენჯერმა გზის გადაკეტვა უშედეგოდ სცადეს და პოლიციამ მათი დაკავებები დაიწყო.
აქტივისტების ცნობით, დაკავების მანქანაში ჩასვეს:
· თიკა პატარაია,
· ლაშა დგებუაძე,
· დანი მაღრაძე,
· შუშანა მაცაბერიძე,
· თათა ფერაძე,
· ნენე გაბლაია,
· ბექა პაპაშვილი,
· დათა ქაშიაშვილი,
· დავით გუნაშვილი,
· ალბი კორძაია,
· ანუკი ჩრდილელი
თუმცა, -ს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სულ დაკავებულია 16 პირი:
“რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება”,