რუსეთში 83 წლის ქალი პლაკატისთვის „შევაჩეროთ ომი“ დააჯარიმეს

ლენინგრადის ბლოკადას გადარჩენილი 83 წლის ქალი, ლუდმილა ვასილევა პლაკატისთვის „შევაჩეროთ ომი“ რუსეთში 10 ათასი რუბლით დააჯარიმეს.
სანკტ-პეტერბურგის კუბიშევის რაიონულმა სასამართლომ მას ჯარიმა დააკისრა ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მუხლით, რომელიც “რუსული არმიის დისკრედიტაციას” ეხება.
2025 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, ვასილევა ერთი საათით იდგა სავაჭრო ცენტრის წინ, პლაკატით: „ხალხო, შევაჩეროთ ომი! ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მშვიდობაზე დედამიწაზე“.
„მედიაზონის“ ცნობით, ვასილევას მხარდასაჭერად სასამართლოში 60-ზე მეტი ადამიანი მივიდა, თუმცა დარბაზში მხოლოდ ორი მათგანი შეუშვეს. დანარჩენები დერეფანში ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას.
ლუდმილა ვასილევა 1990-იან წლებში გაიდარის პარტია „რუსეთის დემოკრატიული არჩევანის“ წევრი იყო. ის რეგულარულად მონაწილეობს ანტისაომარ აქციებში და საჯაროდ გმობს ყირიმის ანექსიასა და რუსეთის ომს უკრაინაში. იგი არაერთხელ დაუკავებიათ მშვიდობიან პროტესტებში მონაწილეობის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ