რუსეთში ღვინის აქციზი 3-ჯერ იზრდება

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 მაისიდან აქციზი რიგ ალკოჰოლურ სასმელებზე, მათ შორის ღვინოზე, 3-ჯერ გაიზრდება. ამასთან ერთად, ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
„ტასს“-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას.
ამჟამად ერთ ლიტრ ღვინოზე აქციზი 34 რუბლს [დაახლოებით 1 ლარს] შეადგენს. მაისიდან აქციზის ოდენობა გახდება 108 რუბლი [დაახლოებით 3 ლარი].
2025 წლიდან აქციზი 112 რუბლი გახდება, 2026-დან კი – 116.
რუსეთი ერთ-ერთი მთავარი ბაზარია ქართული ღვინისთვის – 2023-ის პირველ ნახევარში, ქართული ღვინის ექსპორტის 65% სწორედ რუსეთზე მოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ