რუსეთში სასწავლო ვიზით ჩასული ინდოელები უკაინის წინააღმდეგ ომში იძულებით წაიყვანეს – ორივე დაიღუპა

რუსეთში სასწავლო ვიზებით ჩასული ორი ინდოელი სტუდენტი უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას ემსხვერპლა. ისინი, როგორც ირკვევა, რუსეთის მიერ იძულებით იქნენ რეკრუტირებულნი. ინფორმაციას მათი ოჯახების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს The Independent.

გარდაცვლილები არიან 22 წლის აჯაი გოდარა და 30 წლის რაკეშ კუმარ მაურია. ნათესავების თქმით, მამაკაცები თავდაპირველად დათანხმდნენ არასამხედრო სამუშაოს, თუმცა მოგვიანებით რუსეთის არმიაში ჩაირიცხნენ და უკრაინის ფრონტზე გააგზავნეს.

მედიის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის არმიაში 202 ინდოელი აღმოჩნდა ჩარიცხული, მათგან 26 დაიღუპა, ხოლო რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მუშაობს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მყოფი 50 ინდოელი მოქალაქის გათავისუფლებაზე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა