რუსეთში პაზოლინის შესახებ წიგნი გამოსცეს, რომელშიც ათობით გვერდი შავად შეღებეს

რუსეთში პოეტისა და რეჟისორის პიერ პაოლო პაზოლინის დაცენზურებული წიგნი გამოიცა. გამომცემლობა ACT-მ რობერტ კარნერის წიგნში ათეულობით გვერდზე სტრიქონები უბრალოდ შავად შეღება.
გადაღებილი წიგნის ფოტო ჟურნალისტმა ივან დავიდოვმა გაავრცელა. ტელეგრამ არხი “Ostorozhno Novosty” წერს, რომ ცენზურას თითქმის წიგნის ერთი მეხუთედი დაექვემდებარა. შავ ფერად შეღებეს ცალკეული წინადადებები, მათ შორის დეტალები ბიოგრაფიიდან, ნაწყვეტები ინტერვიუებიდან და ასევე სქოლიოები. ზოგიერთ შემთხვევაში, ზედიზედ რამდენიმე გვერდია შეღებილი. როგორც ტელეგრამ არხი აღნიშნავს, წიგნიდან მთლიანად არის ამოღებული პაზოლინის სექსუალური ორიენტაციისა და პირადი ურთიერთობების თემები, რომელიც ღიად გეი იყო. ამასთან, ცენზურის ქვეშ მოყვა პოეტის ლექსები და რამდენიმე სტროფი გადაღებილია.
თვითონ გამომცემლობა ACT ამბობს, რომ წიგნი ფედერალური კანონიდან გამომდინარე შეამცირეს. აღნიშნული კანონი ლგბტ “პროპაგანდას” კრძალავს. ამავე მიზეზის გამო რუსეთში არაერთი წიგნი თუ მხატვრული ნაწარმოები დააცენზურეს. ACT-მ კი ბოლო რამდენიმე კვირაში “ლგბტ პროპაგანდის” გამო რამდენიმე წიგნი გაყიდვიდან ამოიღო.