რუსეთში, ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი, იგორ არტამონოვი ავრცელებს.
ლიპეცკის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ღამით, ლიპეცკში, მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა, მოგვიანებით კი ხანძარი გაჩნდა.
„სპეცსამსახურების მიერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხანძარი დრონის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ახლა ამ ინფორმაციის და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო კადრების გადამოწმება მიმდინარეობს“, – განაცხადა იგორ არტამონოვმა.
იგორ არტამონოვის განცხადებით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები არ არიან.