რუსეთში კეზერაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს, თუმცა დაუსწრებლად დააკავეს

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს ბრალი რუსეთში დაუსწრებლად წაუყენეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს
„ფართომასშტაბიანი თაღლითობის გამო, ის დაუსწრებლად დააკავეს“, — იუწყება ადგილობრივი მედია მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლოზე დაყრდნობით და წერს, რომ კეზერაშვილის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დაკავებისა და ძებნის შესახებ არ გაუსაჩივრებიათ.
2016 წელს, ს საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომის პერიოდში, საქართველოს იმდროინდელ თავდაცვის მინისტრს ბრალს სდებდა ომის დანაშაულებში. კეზერაშვილთან ერთად, რუსეთმა მაშინ მსგავსი ბრალი დასდო ომის დროს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურ მაიორ გიგი კალანდაძეს, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალ პოლკოვნიკ დავით ნაირაშვილს, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ძალების (ცხინვალისა და ს რეგიონში) შტაბის უფროსს მამუკა ყურაშვილს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბრაზი და ტკივილი არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ – თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია, ასეთ მომენტებში სწორ მოქმედებაზე უნდა მივმართოთ ენერგია

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია