რუსეთში დრონების იერიშის შედეგად ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, ტამბოვის ოლქში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად, ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა.
ოლქის გუბერნატორის, მაქსიმ ეგოროვის თქმით, ხანძარი კონტროლირებადია, მსხვერპლი არ არის, საჭიროების შემთხვევაში 3 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობას ევაკუაციაში დაეხმარებიან.
ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28 ივნისის ღამეს საჰაერო თავდაცვამ სხვადასხვა რეგიონში 25 უკრაინული დრონი გაანადგურა, ტამბოვი ამ ჩამონათვალში არ არის.
უწყების მტკიცებით, 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულია ბრიანსკის ოლქში, 9 – სმოლენსკში, 2 – კურსკში, 1-1 – ვორონეჟსა და როსტოვში.