რუსეთში გლოვის დღეა “კროკუს სიტი ჰოლის” ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად

რუსეთში გლოვის დღეა მოსკოვის გარეუბანში, საკონცერტო ცენტრ „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. 22 მარტის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 133 ადამიანი. ხელისუფლების თანახმად, ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ამოცნობილია 50 დაღუპული. დაჭრილია ასზე მეტი ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები. სოლიდარობის ნიშნად მოსკოვში დროშები დაუშვეს დიდი ბრიტანეთის, -ის, ნიდერლანდის, შვედეთის, გერმანიის, უნგრეთის, ს საელჩოებმა.
ხალხს ყვავილები, სანთლები და საბავშვო სათამაშოები მიაქვს „კროკუს სიტი ჰოლის“ შენობასთან, სხვა ქალაქებში – სტიქიურ მემორიალებთან. უცხოეთში ხალხს ყვავილები მიაქვს ს დიპლომატიური მისიების შენობებთან.
მსხვერპლის ხსოვნისადმი მიძღვნილი გლოვა არის გამოცხადებული ნიკარაგუასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში შემავალ რეპუბლიკა სრპსკაშიც. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ცათამბჩენი ბურჯ-ხალიფა რუსეთის დროშის ფერებით გაანათეს.
ტერაქტი მოხდა ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტის წინ. მისმა ლიდერმა ყველა მუსიკოსის სახელით გამოუხატა სამძიმარი დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
მოსკოვის ხელისუფლების თქმით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შიშობენ, რომ საკონცერტო ცენტრის ნანგრევქვეშ შესაძლოა გვამები იყოს მოყოლილი.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულად ითვლება 150-ზე მეტი ადამიანი. ასზე მეტი საავადმყოფოებში იმყოფება. დაჭრილების დასახმარებლად სისხლი ჩააბარა ხუთი ათასზე მეტმა ადამიანმა.
„კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო სივრცის მფლობელმა არაზ აგალაროვმა განაცხადა, რომ შენობაში ყველა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გამართულად მუშაობდა და რომ საკონცერტო ცენტრის დაცვამ ვერ მოახერხა შეიარაღებული თავდასხმის შეკავება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ჯერ არ წამოუყენებია ოფიციალური ვერსია თავდასხმის დამკვეთთა და ორგანიზატორთა თაობაზე.
ტერაქტის ჩადენაში ეჭვმიტანილია ოთხი პირი, რომლებიც ცენტრალური აზიიდან არიან.
მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტერაქტიდან 19 საათის შემდეგ, შაბათს, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ბოროტმოქმედებასთან კავშირში მყოფი პირები მიემგზავრებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც უკრაინის მხრიდან მათთვის საზღვრის გადასაკვეთი „ფანჯარა“ იყო მომზადებული.
უკრაინის პრეზიდენტმა მ პუტინს ბრალი დასდო, რომ ის ტერაქტში უკრაინის დადანაშაულებას ცდილობს. გარდა ამისა, მან მიანიშნა ტერაქტთან თავად რუსეთის ხელისუფლების კავშირის შესაძლებლობაზე.
აშშ-მა მანამდე განაცხადა, რომ არ არსებობს ტერაქტთან ს კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მ საპასუხოდ განაცხადა, რომ „სანამ არ დასრულდება ‘კროკუს სიტი ჰლის' ტერაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ვაშინგტონის ნებისმიერი ფრაზა, რომელიც კიევს ამართლებს, სამხილად უნდა იქნეს მიჩნეული“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია – როცა ხელისუფლება ძალადობს, რომელმაც დაკარგა ლეგიტიმაცია, ამ პირობებში ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებად გვაქვს მიღებული, რომ სახლად ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და არა ვუთხრათ რუსულ რეჟიმს