რუსეთს სანქციები დაუწესო – უდრის მინიმუმ 10%-იან ეკონომიკის ვარდნას ქვეყანაში და ეს როგორ უდრის 1000 ლარამდე პენსიების გაზრდას?!

„ლელოს“ იმის უნარიც არ აღმოაჩნდა, რომ რამდენიმე დღე მაინც გასტანოს იმ ტყუილმა დაპირებებმა, რასაც აცხადებენ. მეორე წუთიდანვე იშიფრებიან და ქართველი ხალხი ხვდება, რომ ეს არის მათი ეგრეთწოდებული წინასაარჩევნო ტრიუკები, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ლელოს“ თავისი ფორმულა აქვს და რა მათემატიკური გათვლაც არ უნდა განახორციელონ ჯამში ციფრი მათთვის სასურველი იქნება.
„რუსეთს სანქციები უნდა დაუწესონ, რაც უდრის მინიმუმ 10%-იან ეკონომიკის ვარდნას ქვეყანაში, ეს როგორ უდრის 1000 ლარამდე პენსიების გაზრდას?! როგორც ჩანს „ლელოს“, ამ ბანკირების ძირითადად შემადგენლობას თავისი ფორმულა აქვს, რა მათემატიკური გათვლაც არ უნდა განახორციელონ ჯამში ციფრი იქნება მათთვის სასურველი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
Next: ფულს აკეთებდა და პატიმრების ბედით ვაჭრობდა –

ასევე დაგაინტერესებთ

ომის მშვიდობად წარმოჩენა, მონობის თავისუფლებად წარმოჩენა და უმეცრების სიძლიერედ წარმოჩენა პოლიტიკური და მედია ტექნოლოგიებით შესაძლებელია ანუ ორაზრის პრინციპით მასის მართვა შესაძლებელია