მამუკა მდინარაძეს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა – რა დაემართა პოლიტიკოსს

საპარლამენტო უმმრავლესობის ლიდერმა მ განაცხადა, რომ ხერხემალზე ოპერაციას უკეთებენ და ამიტომ “რუსული კანონის” მიღებას მხარი ვერ დაუჭირა, თორემ შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ 84-ე ხმა მისია.

“დილით ფეხი ვეღარ დავდგი, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, როგორც აღმოჩნდა, ბოლო ეს პერიოდი, როგორც ექიმებმა ამიხსნეს, 12 მილიმეტრიანი სეკვესტრირებული თიაქარით დავდიოდი. აღარ მიშვებენ და ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, 84-ე ხმა ჩათვალეთ ჩემია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კანონი მეორე მოსმენითაც მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გამიზნული რყევები ძალიან რთულია სახელმწიფოსათვის და ლოგიკურია როდესაც ქვეყანაში მაღალი ემოციური ფონია, ასეთ დროს ეროვნული ვალუტის გაუფასურება მყისიერად ხდება – სებ-ის ჩარევის შედეგად ლარის კურსმა გამყარება დაიწყო