რუსეთსა და ყაზახეთში, წყალდიდობის გამო ევაკუაცია გრძელდება

ჩრდილოეთ ყაზახეთისა და ს რეგიონებში წყალდიდობაა, დატბორილია რამდენიმე დასახლებული პუნქტი რის გამოც 125 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
წყალდიდობის მიზეზად ყინულის დნობა სახელდება, რომელმაც მსოფლიოს სიდიდით რიგით მეშვიდე მდინარის სისტემის შენაკადების ადიდება გამოიწვია. სპეციალისტების თქმით, წყლის დონის მატებას ძლიერმა წვიმამაც შეუწყო ხელი.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ყაზახეთში, სადაც საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ქალაქ პეტროპავლოვსკის რაიონი მთლიანად დაიტბორა. საიდანაც, ოფიციალური ინფორმაციით, დატბორილია 1000 სახლი და 500 ათასი ადამიანია ევაკუირებული.
რთული ვითარებაა ქალაქ ტომსკშიც, რომელიც რეგიონალური ადმინისტრაციული ცენტრია. არსებული ინფორმაციით, დატბორილია 140 სახლი და 84 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.