რუსეთმა ხარკოვი დრონებით დაბომბა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის ქალაქი ხარკოვი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, დაიბომბა ქალაქის შევჩენკოს, კიევის, ხოლოდნოგორისა და ინდუსტრიული რაიონები. დაბომბვის შედეგად ქალაქში დაზიანდა სახლები, ავტომობილები, ბარები, რესტორნები, კერძო ობიექტები, აგრეთვე ინფრასტრუქტურა.
ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ქალაქი ოცმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაბომბა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი. ორს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“