რუსეთმა ხარკოვი დრონებით დაბომბა

ს შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის ქალაქი ხარკოვი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, დაიბომბა ქალაქის შევჩენკოს, ს, ხოლოდნოგორისა და ინდუსტრიული რაიონები. დაბომბვის შედეგად ქალაქში დაზიანდა სახლები, ავტომობილები, ბარები, რესტორნები, კერძო ობიექტები, აგრეთვე ინფრასტრუქტურა.
ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ქალაქი ოცმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაბომბა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი. ორს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი