რუსეთმა ხარკივის ანძა ბაიდენ-ზელენსკის საუბრამდე რამდენიმე წუთით ადრე დაბომბა

ხარკივში 240 მეტრიანი სატელევიზიო კოშკის განადგურება მოსკოვის მიზანმიმართული მცდელობის ნაწილია, რათა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი დაუსახლებელი გახდეს, თქვა პრეზიდენტმა მ.
„როიტერის“ მიერ მოპოვებული დრამატული კადრები აჩვენებს, რომ სატელევიზიო კოშკის მთავარი ანძა იშლებოდა და მიწაზე ეცემა ქალაქში, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ს მხრიდან უწყვეტი თავდასხმის და მასობრივი დაბომბვების მსხვერპლია.
ზელენსკიმ თქვა, რომ მან შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც მათ შორის სატელეფონო საუბრის წინ რამდენიმე წუთით ადრე განხორციელდა.
”რუსეთის აშკარა განზრახვაა, რომ ქალაქი დაუსახლებლად აქციოს”, – თქვა მან „ტელეგრამის“ არხზე.
მოგვიანებით, ტრადიციულ ღამის ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა თქვა, რომ თავდასხმა იყო “დაშინების აშკარა მცდელობა, რათა ტერორი ხილული იყოს მთელი ქალაქისთვის და ასევე ხარკივისთვის კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ნაწილი”.
ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქი ხარკივი, სადაც რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რუსეთის საზღვრიდან 30 კმ-ში მდებარეობს, რაც მას ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა იარაღის მარტივ სამიზნედ აქცევს, რადგან უკრაინის საჰაერო თავდაცვა ბოო კვირების გამნავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა.
უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ კოშკის სტრუქტურა “ნაწილობრივ დაზიანდა”, რაც გამომძიებლების თქმით, სავარაუდოდ, Kh-59 ფრთოსანი რაკეტით იყო გამოწვეული.
კომუნიკაციების სამსახური ასევე აცხადებს, რომ სატელევიზიო სიგნალი დროებით გათიშულია, მაგრამ მიმდინარეობს მაუწყებლობის აღდგენაზე მუშაობა. ციფრული სატელევიზიო სიგნალის გარეშე ქალაქისა და რეგიონის მცხოვრებლებს მოუწოდებენ საკაბელო, ონლაინ ტელევიზია ან რადიო გამოიყენონ.
რუსეთმა ხარკივის სატელევიზიო ანძას პირველად 2022 წლის მარტის დასაწყისში შეუტია, სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორიოდ კვირაში და მაშინ სამაუწყებლო სიგნალი ჩაახშო. ხარკივის რეგიონის დეოკუპაციის შემდეგ, მ სიგნალის აღდგენა შეძლო. მოსკოვმა ახლახან გააძლიერა თავდასხმები ხარკივზე მას შემდგ, რაც უკრაინას საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების დეფიციტი გაუჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს