რუსეთმა უკრაინის 11 ქალაქზე საჰაერო იერიშები მიიტანა, არის მსხვერპლი

12 ადამიანი დაშავდა დნიპროში რუსული რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნისას. რეგიონის გუბერნატორის, სერჰი ლისაკის თქმით, ნამსხვრევები დასახლებულ უბანში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.
ოფიციალური კიევის ცნობით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის 11 ქალაქზე მიიტანა, მათ შორის, ნიკოპოლზე – ქალაქზე, რომელიც ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობს. ნიკოპოლზე იერიშების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ქალაქ ოჩერეტინეში, დაშავდა ორი ადამიანი და დაიღუპა ერთი. შაბათს, დონეცკის რეგიონში, რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან