რუსეთმა მიზანმიმართულად გაავრცელა კახოვკის კაშხლის დანგრევის შედეგად დაღუპულთა არასწორი რიცხვი

რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ მიზანმიმართულად არასწორად დაითვალა მსხვერპლის რაოდენობა, რომელიც კახოვკის კაშხლის დანგრევას მოჰყვა.
უკრაინის 22-თვიანი ომის განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მოვლენა იყო, რომელიც ხერსონის რეგიონში მდებარე კახოვკის კაშხლის კატასტროფულ აფეთქებას და დანგრევას მოჰყვა. ეს ინფორმაციას „ასოშეიტედ პრესის“ საგამოძიებო მასალაში არის მოცემული.
რუსეთმა განაცხადა, რომ 6 ივნისს კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 59 ადამიანი დაიხრჩო. „ასოშეიტედ პრესის“ გამოძიებამ კი დაადგინა, რომ ეს რიცხვი, სულ მცირე, ასობით ადამიანია მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში, რომელიც წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, წყალდიდობის დროს ქალაქში დაახლოებით 16 000 ადამიანი ცხოვრობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)