Fox News: კონნგრესმენი უილსონი MEGOBARI Act-ს ხუთშაბათს წარადგენს

Fox News წერს, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი ხუთშაბათს წარადგენს კანონპროექტს, რომელიც რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის გამო საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.
Fox News Digital-ისთვის წერილობით განცხადებაში, კონგრესმენი უილსონი, რომელიც ამასთან ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ ქართული ოცნება და კრემლი -ს სერიოზულად არ აღიქვამენ.
“ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და აშშ-ს შორის კავშირზე თავდასხმა შედეგებს იქონიებს. მეგობარი აქტი აჩვენებს, რონ აშშ უპასუხებს გადახვევას თავისუფლებისა და პროდასავლური მომავლისადმი ქართველი ხალხის ერთგულებისგან. კანონპროექტი ასევე აჩვენებს, რომ კონგრესს სურს ძლიერი და ნათელი მომავალი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის და არ ვაპირებთ, რომ ამაზე მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ ვიმოქმედოთ”, – ამბობს კონგრესმენი.
როგორც Fox News Digital წერს, მათ MEGOBAR Act-ის ასლი მოიპოვეს, რომელიც მოიცავს სავიზო აკრძალვის გადაუდებელ განხილვას საკვანძო პირებსა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც “რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის ადვოკატირებაზე, მიღებასა და ამოქმედებაზე მატერიალურად ან პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი”.
კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ადამიანებზე ქვეყნის პოლიტიკურ და სამთავრობო ხელმძღვანელობაში, ბიზნესწრეებში, სამართალდამცავ და უშიშროების სამსახურებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანონის წინსვლაზე ან კანონიერი სახალხო ან სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიციის ჩახშობაში.
კანონპროექტის თანახმად, მიღებიდან 60 დღეში სახელმწიფო მდივანმა უნდა დაადგინოს ის საკვანძო პირები, რომლებიც საქართველოს მთავრობაში იმყოფებიან, მუშაობენ მათ აგენტებად ან მისი სახელით ან სხვაგვარად შეუძლიათ გავლენის მოხდენა მთავრობის ქმედებებზე.
აგენტების კანონზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების გარდა, კანონპროექტი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მოითხოვს, მოამზადოს ანგარიში საქართველოში სანქციებისგან თავის არიდების შესახებ, ასევე ანგარიში ქვეყანაში რუსული დაზვერვის აქტივების შესახებ. ამ აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, ეროვნული დაზვერვის დირექტორი, სახელმწიფო მდივანთან, თავდაცვის მდივანთან და ცენტრალური დაზვერვის დირექტორთან კოორდინაციით, კონგრესს უნდა წარუდგინოს მოხსენება, რომელიც საქართველოში რუსული დაზვერვის ელემენტებისა და მათი აქტივების შეღწევას შეისწავლის, ასევე, მოიცავს დანართს, რომელიც შეისწავლის ჩინეთის გავლენას და რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის პოტენციურ კვეთას საქართველოში.