“რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება, ის ყოველთვის იყო და ახლაც არის იმპერია” – ჯოზეფ ბორელი

“რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება, ის ყოველთვის იყო და ახლაც არის იმპერია”, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიტანულ “გარდიანთან” ისაუბრა.
ბორელის თქმით, არ აპირებს ში უკან დახევას და ომში საბოლოო გამარჯვებას გეგმავს. მისივე თქმით, უკრაინის ომში ფსონი ევროკავშირის არსებობაზე დევს.
“შესაძლოა, ახლა არის მომენტი, როდესაც უნდა დავინახოთ დიდი ქვეყნებისგან მომავალი საფრთხე, რაც ჩვენს დემოკრატიას ემუქრება, ემუქრება ევროპას და არა მხოლოდ ს. თუ ჩვენ სასწრაფოდ არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ რესურსის მობილიზებას, თუ მივცემთ პუტინს გამარჯვების უფლებას, და ასევე, ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას ღაზაში, მაშინ ჩვენი პროექტი უფრო დიდ ზიანს მიიღებს,” – განაცხადა ბორელმა.
ის მიიჩნევს, რომ არ დაკმაყოფილდება უკრაინის ნაწილის დაპყრობით და არ დაუშვებს, რომ უკრაინის მეორე ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანდეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, ხანგრძლივი ომისთვის ემზადონ.

ასევე დაგაინტერესებთ

გენერალური პროკურატურის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის საზოგადოების პასუხი რადიკალების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე

ითხოვენ პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას – ეს არის სისტემის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასეთ აბსურდულ მოთხოვნებს მომავალში სერიოზულად აღარ შევხედავთ, ხალხის მანდატი გვაქვს და თავად გადავწყვეტთ, ვინ იქნება გენერალური პროკურორი