რუსეთმა ს აეროპორტის საზღვრის დაცვის მოვალეობა სომხეთს ოფიციალურად გადასცა

ს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ნაწილის წარმომადგენლებმა ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ფუნქციები ოფიციალურად სომხურ მხარეს გადასცეს.
“TASS-ის” ინფორმაციით, ს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მ განაცხადა, რომ სომხეთის განცხადებები ზვართნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების შესახებ და მათი მუშაობის შეწყვეტა არ შეუწყობს ხელს რესპუბლიკის უსაფრთხოებას.
“აღნიშნული განცხადება სომხურმა მხარემ გააკეთა არამეგობრული ნაბიჯებისა და ოფიციალური ს გარანტიების ფონზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ინიციატივა აკმაყოფილებს სომხეთისა და მისი მოქალაქეების ინტერესებს იმ ამოცანების გათვალისწინებით, რომლებსაც რუსი და სომეხი მესაზღვრეები მრავალი წლის განმავლობაში ეფექტურად, მხარდამხარ ასრულებდნენ, – თქვა TASS-მა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ სომხური მხარის შესაბამისი შეტყობინება „უუწყებო ხაზით გაიგზავნა“. ”ჩვენ არაფერი მიგვიღია დიპლომატიური არხებით”, – ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ სომხური მხარის შესაბამისი შეტყობინება “უუწყებო ხაზით გაიგზავნა”.
“ჩვენ არაფერი მიგვიღია დიპლომატიური არხებით”, – განაცხადა მ.
12 მარტს, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომეხი მესაზღვრეები ზვართნოცის აეროპორტში მოვალეობას 1 აგვისტოდან შეასრულებენ.
სომხეთის ხელისუფლებამ 9 მარტს განაცხადა, რომ ერევანი და მოსკოვი შეთანხმდნენ რუსი მესაზღვრეების გაყვანაზე, რომლებიც განლაგებული არიან არარატის, ვაიოცძორის, გეგარქუნიკის, სიუნიქისა და ტავუშის რეგიონებში, ასევე ზვართნოცის აეროპორტში.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს რუკა ჭიათურაში, ჭიათურობა 2025-ის აღსანიშნავ ღონისძიებაზე – ფოტოს, სადაც საქართველოს რუკა დროებით ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეა, ქალაქის მერია აქვეყნებს