რუსეთმა დნეპროპეტროვსკი დაბომბა, არიან დაღუპულები

19 აპრილს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის ოლქზე. შედეგად დაღუპულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
რაკეტების ნაწილი ქალაქ დნეპრში აფეთქდა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე ნაწილობრივ დაინგრა საცხოვრებელი 5-სართულიანი სახლი. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ადამიანი ცხედარი ამოიღეს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ოლქსი სოფელ სინელნიკოვოში ნაწილობრივ დაინგრა 4 საცხოვრებელი სახლი. დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის 6 და 8 წლის ბავშვები.
ოლქის დაბომბვას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი :
“ამ წუთას გრძელდება სამაშველო სამუშაოები დნეპრში. ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის რამდენიმე სართული ჩამონგრეულია, დაზიანებულია ვაგზალი. დაბომბვაში მოყვა ასევე კრივოი როგი და სინელნიკოვო. ყველა დაჭრილს უწევენ დახმარებას, სამწუხაროდ არიან დაღუპულებიც. ვუსამძიმრებ მათ ნათესავებსა და ახლობლებს.
ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსული ტერორი. ეს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს, არამედ გლობალური საჭიროებაა.
მსოფლიოს შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება, პარტნიორებს აქვთ შესაბამისი საშუალებები. ეს დამტკიცდა ახლო აღმოსავლეთში და ასევე უნდა დაცულ იქნას ევროპის ცაც”.
19 აპრილის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჯამში 14 უპილოტო საფრენი აპარატი, 4 ფრთოსანი რაკეტა, 11 მართვადი საავიაციო რაკეტა და ბომბდამშენი TU-22M3 გაანადგურა.
ს ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.