აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა

-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“ამერიკის შეერთებული შტატები გმობს დღეს, ცოტა ხნის წინ, კრემლისგან შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წინ წაწევას და იმ ცრუ ნარატივს, რომელიც მთავრობის მაღალჩინოსნებმა გაითავისეს მის დასაცავად. მმართველი პარტიის წევრებმა ცხადად გამოხატეს, რომ კანონის მიღების განზრახვა კრიტიკოსთა ხმების ჩახშობა და საქართველოს სიცოცხლით სავსე სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაა.

ეს კანონპროექტი და ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას უდევს საფუძვლად და, მაშასადამე, საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებენ საქართველოსთვის გაწეულ უცხოურ დახმარებას – რომელმაც 32 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერება უზრუნველყო – ფუნდამენტურად ძირს უთხრის იმ მყარ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა.

ჩვენ ქართველი ხალხისა და მათი ხმის გაგონების უფლების გვერდით ვდგავართ. ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას, მათ შორის იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებდნენ. მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობისთვის ძალის გამოყენება მიუღებელია, და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არაძალადობრივი დემონსტრანტების მხრიდან საკუთარი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა დაუშვას”. – წერია მეთიუ მილერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.