რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინის სამ ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები ლვოვის, დნეპროპეტროვსკის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში მდებარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს.
გერმან გალუშჩენკოს ინფორმაციით, ს სარაკეტო იერიშის შედეგად ერთ-ერთ ობიექტზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ტექნიკა დაზიანდა.