რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს კოსმოსში იარაღის განთავსების აკრძალვის შესახებ ვეტო დაადო

რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს კოსმოსში იარაღის, მათ შორის ბირთვული იარაღის, გავრცელების წინააღმდეგ, ვეტო დაადო, – ინფორმაციას უკრაინული მედია გაერო-ში ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელზე, სერგეი კისლიცაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კისლიცას ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან ცამეტმა მხარი დაუჭირა იაპონიისა და შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ჩინეთმა თავი შეიკავა, წინააღმდეგი კი მხოლოდ წავიდა.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, „ყველა სახელმწიფომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კოსმოსური პოტენციალის მქონე სახელმწიფოებმა, აქტიურად უნდა შეუწყონ ხელი კოსმოსის მშვიდობიანი გამოყენების მიზნის მიღწევას და კოსმოსში შეიარაღების რბოლის პრევენციას“.
გაერო-ში -ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დოკუმენტის პროექტზე ვეტოს დადება, შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ მოსკოვი რაღაცას მალავს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ