რუსეთმა არასაბირჟო სავალუტო სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა არასაბირჟო სავალუტო ვაჭრობასთან დაკავშირებით ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. სავალუტო ჯიხურების ბრუნვასთან დაკავშირებით მონაცემებს ოფიციალური უწყება აღარ გაასაჯაროებს.

შეზღუდვა ვრცელდება ყველა ტიპის ვალუტაზე, მათ შორის, დოლარზე, ევროზე, სტერლინგსა და იუანზე.

როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, ამ ტიპის შეზღუდვის მიღების მიზანი საერთაშორისო სანქციების ეფექტის შემცირებაა, რადგან ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა დასავლეთს საქმიანობას გაურთულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს