რუსეთი ცდილობს კონტროლი დაიბრუნოს უკრაინის ქალაქ კუპიანსკზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, ს საოკუპაციო ძალებთან 74 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულება. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე უტევს სინკოვკას და კუპიანსკის მახლობლად მდებარე კიდევ რამდენიმე რაიონს, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა გასულ 24 საათში 12 შეტევა მოიგერიეს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, 22 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა სინკოვკის რაიონში წინ წაიწიეს და კუპიანსკის ხაზის გასწვრივ შეტევით ოპერაციას განაგრძობენ. რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი ში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, დაიკავეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა კუპიანსკი 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს.
რაც შეეხება ფრონტის სხვა მიმართულებებს, უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ისევ ცდილობენ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევას, თუმცა უკრაინელი სამხედროები თავს მედგრად იცავენ და გასულ 24 საათში ავდეევკის მიმართულებით მოიგერიეს 30 შეტევა. გენშტაბის ცნობითვე, 18 იერიში მოიგერიეს დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკის მიმართულებითაც.
დაწერეთ კომენტარი