, შეიარაღებისთვის საჭირო, დასავლეთში წარმოებულ კომპონენტებს, სანქციების გვერდის ავლით ყიდულობს – კიევის ეკონომიკის ინსტიტუტისა და ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ანგარიში

რუსეთი, შეიარაღებისთვის საჭირო, დასავლეთში წარმოებულ კომპონენტებს, სანქციების გვერდის ავლით ყიდულობს. ამის შესახებ კიევის ეკონომიკის ინსტიტუტისა და ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, სანქციების მიუხედავად, სამხედრო მრეწველობისთვის აუცილებელი პროდუქციის იმპორტს განაგრძობს.
ექსპერტების შეფასებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთის ფედერაციაში იმ პროდუქტების იმპორტმა, რომლებსაც შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი სამხედრო მოქმედებების წარმოებისთვის პრიორიტეტულად მიიჩნევს, ცხრა მილიონ დოლარამდე მიაღწია. ეს მაჩვენებელი კი სანქციების დაწესებამდე არსებულ მონაცემებზე მხოლოდ ათი პროცენტით ნაკლებია.
ექსპერტების შეფასებით, დასავლური კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია რუსეთში ჩინეთში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მომუშავე შუამავლების მეშვეობით ხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა