რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს უახლესი ტიპის ჰაუბიცებს

რუსეთი ახლო მომავალში თავის უახლესი ტიპის ჰაუბიცებს გამოიყენებს ბრძოლის ველზე, უკრაინის ძალების წინააღმდეგ – ამბობს ს თავდაცვის კონგლომერატი Rostec-ი 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ახალი Coalition-SV-ის საარტილერიო ერთეულების გამოცდა დასრულებულია და უკვე დაიწყო მათი მასობრივი წარმოება – უთხრა Rostec-ის ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა სახელმწიფო სააგენტო RIA-ს და დასძინა, რომ პირველი პარტიის მიწოდება განხორციელდება 2023 წლის ბოლომდე.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-ი მიმდინარე თვეში იუწყებოდა, რომ Coalition-SV-ის ჰაუბიცათა ცალკეული ერთეულები უკვე განთავსებულია უკრაინის ფრონტის ხაზზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად