უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას განაგრძობს – ომის 684-ე დღე ში

ომის 684-ე დღე ში – ომის დაწყებიდან თითქმის ორი წელი გავიდა და უკრაინა ისევ რუსული სარაკეტო ტერორის ქვეშ არის. ხარკოვი, დნიპრო, ზაპოროჟიე, ხმელნიცკი – ამჯერად რუსებმა 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს. უპილოტო საფრენი აპარატების გარდა, არსენალში შედიოდა ფრთოსანი, ბალისტიკური და მართვადი საზენიტო რაკეტები. 51 რაკეტიდან უკრაინელებმა მხოლოდ 18-ის განადგურება შეძლეს. შედეგად, დაღუპულია 4 და დაჭრილია 38 ადამიანი.
მოსკოვის მთავარი მიზანი ისევ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაა. ერთ-ერთ აფეთქებულ შენობაზე კრემლი ირწმუნება, რომ ის არა კერძო სახლი, არამედ სამხედრო ობიექტი იყო. ს თავდაცვის უწყების ყოველდღიურ ბრიფინგში ნათქვამია, რომ ხარკოვის ოლქში, მაღალი სიზუსტის რაკეტებით, მხოლოდ თავდაცვითი პოზიციები და შეიარაღება გაანადგურეს. საპირისპიროა ოფიციალური ს ინფორმაცია. უკრაინის ძალოვანი უწყების ცნობით, ქალაქ ზმიევში საცხოვრებელი სახლები ააფეთქეს, სადაც მაშველები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. სახლის ნანგრევებიდან მათ შუა ხნის 2 მამაკაცი ამოიყვანეს. ასევე, ახალგაზრდა ქალი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა.
ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით შეუტია აგრესორმა დნიპროპეტროვსკის ოლქს. კრივი-რიჰში დაზიანებულია სავაჭრო ცენტრი და რამდენიმე სასწავლო დაწესებულება. საჰაერო იერიშის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი. 115 აფეთქება მოხდა სუმის ოლქის ტერიტორიაზე. 10 დასახლებაში ზიანი მიადგა კერძო სახლებს და ენერგეტიკულ ობიექტებს. უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ ტერორზე რუსეთის თავდაცვის უწყება კვლავ არაფერს ამბობს.
საჰაერო შეტევები, რომელიც რუსეთის სხვადასხვა დაჯგუფების ყურადღების მიღმა რჩება – საუბრობს უკრაინის გენერალური შტაბი. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის სამოქალაქო ობიექტებზე, მხოლოდ 8 იანვარს 70-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა. მძიმე იყო ღამე ფრონტის ხაზზეც, სადაც 35 მასშტაბური საბრძოლო შეტაკება მოხდა.
რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი. იოკო კამიკავა უკრაინაში დღეს ჩავიდა. დიპლომატი ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა და სთვის დრონების აღმოჩენის სისტემების შესაძენად ნატოს ფონდში დამატებით 37 მილიონი დოლარის გადარიცხვაზე გააკეთა განცხადება. პარტნიორებს დახმარებისთვის მადლობას უხდის უკრაინის პრეზიდენტი.
მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კიევი პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის მეტ სისტემებს სთხოვს. თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტების მოგერიება მხოლოდ “პეტრიოტით” არის შესაძლებელი. საჰაერო სივრცის მეტი კონტროლი კი “ეფ-16” ტიპის მოიერიშეებით. როგორც მოსალოდნელია, საბრძოლო თვითმფრინავების პირველ ნაწილს უკრაინა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს