რუსეთი მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისგან უვიზო რეჟიმის პარალელურად აპლიკაციის შევსებას ითხოვს

რუსეთში 30 ივნისიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია უვიზო რეჟიმის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლის თანახმად, ყველა უცხოელი, ვისაც ვიზა არ სჭირდება რუსეთში ჩასასვლელად, მოგზაურობამდე არაუგვიანეს 72 საათისა უნდა დარეგისტრირდეს RuID აპლიკაციაში, სადაც მიუთითებს პირად მონაცემებსა და ვიზიტის მიზანს.
2024 წლის მაისში ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ შესვლის საშუალებას აძლევს 90 დღემდე ვადით (გარდა შრომითი მიგრანტებისა). 10 ოქტომბერს პუტინმა ეს რეჟიმი გააფართოვა და მოქალაქეებს მისცა უფლება რუსეთში ვიზის გარეშე ჩასულიყვნენ 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის სამუშაოსა და განათლების მიზნით.
სასწრაფო ვიზიტის შემთხვევაში, მაგალითად, ნათესავის გარდაცვალების ან ავადმყოფობის გამო, შეტყობინება ვიზიტის შესახებ შესაძლებელია გაკეთდეს საზღვრის გადაკვეთამდე 4 საათით ადრე. ახალი წესი არ ვრცელდება დიპლომატებზე, 6 წლამდე ბავშვებზე და ბელარუსის მოქალაქეებზე.
გამოცემა კომერსანტის ცნობით, აპლიკაციაში რეგისტრაცია მოიცავს პირის ფოტოს გადაღებას და ხმის ნიმუშის ჩაწერას, ხოლო რუსეთში ჩასვლის შემდეგ მომხმარებელმა მონაცემები უნდა დაადასტუროს მულტიფუნქციურ ცენტრში (МФЦ). განცხადების შევსებისას საჭიროა პირადობის ფოტოს ატვირთვაც, ასევე ვიზიტის მიზნის, ვადის და მარშრუტის (რომელ რეგიონებში გეგმავს ყოფნას) მითითება.
„უვიზო ქვეყნების ტურისტებისთვის RuID აპლიკაციაში ანკეტის შევსება და QR-კოდის მიღება სავალდებულო არ არის. ეს სურვილისამებრ არის და გათვლილია იმ პირებზე, ვინც რუსეთში გრძელვადიანად აპირებს ყოფნას (მაგალითად, სამუშაოს ან სწავლების მიზნით). QR-კოდის ან ანკეტის არქონის გამო არავის გააბრუნებენ საზღვარზე და არ აუკრძალავენ შესვლას — ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა თავაძე – რეჟიმი დემოკრატიაზე ძვირი ჯდება, ხდება ჭანჭიკების გადაჭერა და მივედით სისხლიან დაპირისპირებამდე – ნიშნები ჩანს, რომ უნდათ არჩევნების გაყალბებისთვის ფინანსური რესურსი და როდესაც აკუმულირება გიჭირს, შენს სხეულს დაუწყებ ჭამას