რუსეთი ემხრობა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა Вестника Кавказа-ს კითხვის საპასუხოდ, რა პოზიცია აქვს რუსეთს პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ინიციატივას წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ და დასთანხმდება თუ არა რუსეთი, თუ საქართველო ასეთი ინიციატივით გამოვა.
„შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა. ეს მოხდა სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით. მის შემდეგ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენისთვის სახელდებოდა წინაპირობები, რომელიც რეგიონში არსებულ რეალობასთან წინააღმდეგობაში იყო. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2012 წელს საქართველოს ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით, ნორმალიზების პროცესის დაწყების შესახებ. რუსეთმა მაშინვე დაუჭირა მხარი არ წინადადებას. ჩვენ ვაგრძელებთ ფიქრს, რომ ეს პასუხობს ჩვენს ორი ერის მხარეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციას. ამ კონტექსტში მივესალმებით თქვენ მიერ ნახსენებ ინიციატივას. ჩვენ მზად ვართ ამ გზით ვიაროთ“, — განაცხადა ზახაროვამ.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.