რუსეთი დეფიციტის შემთხვევაში ბენზინის მიწოდებას ყაზახეთს სთხოვს

რუსეთმა ყაზახეთს სთხოვა, მზად იყოს, დეფიციტის შემთხვევაში 100 000 ტონა ბენზინის მისაწოდებლად. რუსეთში საწვავის დეფიციტის საფრთხე უკრაინული დრონებით ს ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი მასირებული შეტევების ფონზე შეიქმნა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.
სააგენტოს ერთ–ერთი წყარო ამბობს, რომ რუსეთთან მარაგების მიწოდებაზე გარიგება უკვე შეთანხმებულია. წყაროების თქმით, მოსკოვმა ასტანას 100 000 ტონა ბენზინის საავარიო რეზერვის შექმნა სთხოვა, რომელსაც რუსეთისთვის მისაწოდებლად გაამზადებენ.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთისა და ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროებში კომენტარისგან თავი შეიკავეს.
შიდა ბაზარზე ბენზინის დეფიციტის პრევენციისთვის რუსეთმა 1–ლი მარტიდან 6 თვის ვადით საწვავის ექსპორტი აკრძალა. თუმცა ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე.
ტრეიდერების თქმით, ვითარების გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა ეს აკრძალვა ყველა ქვეყანაზე გავრცელდეს.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების მეათედზე უკრაინელების მხრიდან დრონებით მიტანილმა წარმატებულმა იერიშებმა შექმნა. კიდევ ერთი ნავთობგადასამუშავებელი გაუჩერდათ რუსებს ორსკში და ამის მიზეზი დამბის გარღვევით გამოწვეული მასშტაბური წყალდიდობაა.