რუსეთი დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება – ესტონეთის დაზვერვა

ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება და მისი შეკავება შეიარაღებული ძალების გაძლიერებითაა შესაძლებელი.
ს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, კაუპო როსინის თქმით, ეს შეფასება ეფუძნება რუსეთის გეგმებს, გააორმაგოს ძალების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულია ნატო-ს წევრ ფინეთთან და ბალტიის ქვეყნებთან ესტონეთთან, ლიტვასთან და ლატვიასთან მისი საზღვრის გასწვრივ.
„რუსეთმა გრძელვადიანი დაპირისპირების გზა აირჩია და კრემლი, ალბათ, მოელის შესაძლო კონფლიქტს ნატო-სთან უახლოეს ათწლეულში“, – აღნიშნა როსინმა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმა მოკლევადიან პერსპექტივაში „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთს ში ჯარების შენარჩუნება უწევს და ნაკლებად სავარაუდო იქნება მომავალშიც, თუ ევროპა შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს.
„თუ ჩვენ მზად არ ვიქნებით, რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის ალბათობა გაცილებით მაღალი იქნება“, – დასძინა როსინმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთის უნარი, მიაწოდოს საბრძოლო მასალა თავის ჯარებს, კვლავ უფრო დიდია, ვიდრე უკრაინის და თუ დასავლეთი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას არ შეინარჩუნებს, ან გაზრდის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლა შეძლოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?