რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის ორმაგი აგენტი დააპატიმრა, რომელიც მოსკოვში მკვლელობას გეგმავდა

ს უშიშროების სამსახურმა სამშაბათს განაცხადა, რომ დააკავა მამაკაცი, რომელმაც გასულ კვირას, უკრაინის მთავარი უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მოკვლა სცადა მოსკოვში. ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს განცხადებით, ეს ადამიანი დანაშაულის ჩადენას მანქანაში ბომბის აფეთქებით გეგმავდა, ს დაკვეთით.
ვასილი პროზოროვის კუთვნილი „ტოიოტა პრადო“ 12 აპრილს აფეთქდა, რის შედეგადავ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი ფეხებსა და მკლავებში დაიჭრა.
პროზოროვმა, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს, განუცხადა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-ს, თუ როგორ იყენებდა თავის პოზიციას ში 2014 წლიდან იდეოლოგიური მიზეზების გამო რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებისთვის სენსიტიური ინფორმაციის გადასაცემად.
უკრაინას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსულმა სპეცსამსახურებმა დაკავებული მამაკაცის ვინაობა და მისი სახე დაფარა, თუმცა სახელმწიფო მედიებმა გადასცეს, რომ მან დანაშაული აღიარა, მკვლელობის მცდელობასა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვაში. რუსული მხარე ასევე აცხადებს, რომ დაკავებული პირი უკრაინის ორმაგი აგენტია.