რუსეთი აცხადებს, რომ დონეცკში სოფელი დაიკავა

ს თავდაცვის სამინისტრო 29 აპრილს აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში, სოფელი დაიკავა და განაგრძობს სვლას დასავლეთით – იმ ფონზე, როცა უკრაინის შეთხელებული ძალები უკან იხევენ.
“ძალების ცენტრალური ჯგუფის დანაყოფებმა გაათავისუფლეს სოფელი [სემენივკა] დონეცკში”, – წერს სამინისტრო ტელეგრამით.
ს ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია, ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.
სემენივკა მდებარეობს ახლოს ავდეევკასთან, რომელიც თებერვალში დაიპყრეს რუსეთის ძალებმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი 28 აპრილს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ აღმოსავლეთში ვითარება რთულდება და რუსეთი “ფრონტის მთელ ხაზს” უტევს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს