“რუსეთი აბსურდში მორიგ რეკორდს ამყარებს” – გოცირიძე

დეპუტატი, რომან გოცირიძე:

რუსეთი აბსურდში მორიგ რეკორდს ამყარებს. ჯერ იყო და უცხოურ აგენტად გამოცხდებულ პირს აეკრძალა ყველ დონის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება კანდიდატის სახით, ახლა მათმა პარლამენტმა დაიწყო კანონპროექტის განხილვა და სულ მალე დაამტკიცებენ მორიგ აბსურდულ ცვლილებას. უცხოელ აგენტის სტატუსის მქონე პირს ეკრძალება რუსეთში გამომუშავებული ფულის განკარგვა. მან უნდა გახსნას ბანკში სპეცანგარიში და იქ ჩარიცხული ფული გაიყინება მანამდე, სანა ამ პირს ექნება აგენტის სტატუსი. მაგალითად, გაყიდე წიგნები რუსეთში, მიიღე შემოსავლი? ხელსაც ვერ ახლებ, სანამ აგენტი ხარ.

ყველა რუსულ მავნე სქემებს გაიმეორებენ ესენი, თუ ამის უფლება მივეცით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო