რუსეთის 47-ე სარაკეტო დანაყოფის პირადი შემადგენლობა ბაზის შესასვლელთან სატვირთო სამხედრო მანქანაში აფეთქდა

რუსეთის 47-ე სარაკეტო დანაყოფის პირადი შემადგენლობა ბაზის შესასვლელთან სატვირთო სამხედრო მანქანაში აფეთქდა – ინფორმაციასა და კადრებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის გადამყვანმა კამაზის სამხედრო მანქანამ ნაღმზე გადაიარა, რის შემდეგაც ჯერ ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი აფეთქდა. რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა დანაკარგები განიცადეს.
“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 47-ე სარაკეტო ბრიგადის ჯარისკაცები და ოფიცრები უშუალოდ არიან ჩართული უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სარდლობა შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა სამხედრო დანაშაულისთვის სამართლიანი სასჯელი იქნება“ | წერს ГУР გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: მაშინ როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად არის გაზრდილი ურთულესი დაავადებები პატარა ბავშვებში, მაშინ როცა ათასობით პატარა და მათი მშობელი უკურნებელ სენს ებრძვის, ვიღაც ჩლიქოსნები ბედავენ და ჭამენ, ხრავენ, პარსავენ ქვეყანას