რუსეთის სახელმწიფო რადიო “სპუტნიკი” სომხეთში მაუწყებლობას განაახლებს

სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ გააუქმა კომპანია “ტოსპასთვის” სთვის ადრე დაწესებული მაუწყებლობის აკრძალვა. სწორედ აღნიშნული კომპანია ახორციელებდა რუსულ რადიოსადგურ Sputnik Armenia-ს რეტრანსლიაციას, რომელიც 25 იანვრიდან კვლავ განახლდება.
დეკემბერში ამავე კომისიამ მაუწყებლობის ლიცენზია 30 დღით შეაჩერა, ხოლო 500 ათასი დრამით (დაახლოებით 1,200 დოლარით) დააჯარიმა კომპანია, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე „სპუტნიკის“ რეტრანსლირებას უზრუნველყოფდა.

ასეთი სანქციის მიზეზი გახდა რუსი ტელე და რადიო წამყვანის ტიგრან კეოსაიანის საავტორო გადაცემა. კომისიამ ჩათვალა, რომ შარშანდელი 17 ნოემბრის გადაცემაში იგი სომხეთსა და მის მოქალაქეებზე “დამცინავი და დამამცირებელი ტერმინებით” საუბრობდა და აშკარად ძალადობისკენ მოუწოდა მსმენელებს, როდესაც აცხადება, რომ აინტერესებდა, „დარჩებოდა თუ არა ცოცხალი პრემიერ-მინისტრი ” მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ.
კეოსაიანი კრემლის ცნობილი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმარია. ცოლ-ქმარს დასავლეთმა დაუწესა სანქციები ში ს შეჭრის აშკარა მხარდაჭერისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი: ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც …

ჯო უილსონი – ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა