რუსეთის სასამართლომ რუსეთში JPMorgan-ის ყველა ანგარიში დაბლოკა – Reuters

22 აპრილს სანქტ-პეტერბურგის და ლენინგრადის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლომ, სახელმწიფო ბანკ VTB-ის მოთხოვნით, მიიღო გადაწყვეტილება რუსეთში JPMorgan-ის ყველა ანგარიშის, მათ შორის შვილობილი კომპანიების ანგარიშების, დაბლოკვის შესახებ. ამის შესახებ Reuters იუწყება.
სააგენტო წერს, რომ VTB-ს საქმე JPMorgan-ის წინააღმდეგ რუსული ბანკის მცდელობების ნაწილი, დააბრუნოს უცხოურ ანგარიშებზე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გაყინული თანხები. გასულ კვირას JP Morgan Chase-მა VTB-ს ნიუ-იორკში უჩივლა, რათა შეწყვიტოს -ში დაბლოკილი ანგარიშიდან 439,5 მილიონი დოლარის აღდგენის მცდელობა.
Reuters-ის ცნობით, ს სასამართლოს არ დაუყადაღებია JPMorgan-ის ფონდების კუთვნილი ფასიანი ქაღალდები და ქონება და არც jpmorgan.ru დომენი. სააგენტო იმასაც წერს, რომ მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ამ თვის დასაწყისში შეტანილ საჩივარში, JPMorgan-მა უწოდა VTB-ის ფულის რუსეთში დაბრუნების მცდელობა შეაფასა, როგორც შეთანხმების უხეში დარღვევა.

ასევე დაგაინტერესებთ