რუსეთის სარატოვის ოლქის იმ რაიონზე, სადაც სამხედრო აეროდრომია, დრონებით შეტევა იყო

28 მარტს, გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, სადაც სტრატეგიული ავიაციის სამხედრო ბაზა მდებარეობს. ენგელსის რაიონში აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერი ტელეგრამ-არხები.
სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე დილის ცხრის ნახევრისთვის გამოქვეყნდა ზოგადი შინაარსის ინფორმაცია, რომ სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია უპილოტო საფრენი აპარატები და წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა და სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა.
გამთენიისას დროებით დაკეტეს ქალაქ სარატოვის აეროპორტი.
სარატოვი და ენგელსი მდინარე ვოლგის ორ ნაპირზე, ერთმანეთის მოპირდაპირედ მდებარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, სარატოვის ოლქში 19 უკრაინული დრონი გაანადგურეს.
სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების აეროდრომზე დრონებით შეტევა იყო 20 მარტსაც.
27 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, ენგელსის აეროდრომზე გაანადგურეს 96 ფრთოსანი რაკეტა.
ენგელსის საავიაციო ბაზაზე, საიდანაც რუსეთის არმია უკრაინას რაკეტებით ხშირად უტევს, დისლოცირებულია „ტუ-ს” ტიპის ბომბდამშენები და განთავსებულია მართვადი ავიაბომბების და ფრთოსანი რაკეტების საწყობები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?