რუსეთის საგარეო უწყება – თუ ლონდონი სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს, რუსული მხარე „სარკისებურ“ პასუხს გასცემს

რუსეთი გადამწყვეტ „სარკისებურ“ პასუხს გასცემს, თუ ბრიტანეთი სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსეთში ბრიტანეთის საელჩოს ზოგიერთი თანამშრომლისთვის აკრედიტაციის გაუქმებას ეხება.
„10 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
რუსეთის საგარეო სამინისტროს განმარტებით, რუსულმა მხარემ მწვავე პროტესტი გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ზოგიერთი თანამშრომლის მიერ რუსეთში შესვლის ნებართვის მიღებისას მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის წარდგენის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც, სამინისტროს შეფასებით, კანონმდებლობის დარღვევაა.
„ბრიტანელ დიპლომატს ეცნობა რუსეთის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე, რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მიუთითებს, რომ ეს თანამშრომლები ეკუთვნიან ბრიტანეთის სპეცსამსახურებს და 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პირებს უუქმდებათ აკრედიტაცია. მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია ორი კვირის ვადაში უნდა დატოვონ“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ „მოსკოვი არ მოითმენს ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცრების საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე და რომ რუსეთის უკომპრომისო ხაზი ამ საკითხში ჩამოყალიბდება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ასევე გაკეთდა გაფრთხილება, რომ თუ ლონდონი სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს, რუსული მხარე გადამწყვეტ „სარკისებურ“ პასუხს გასცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ