რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო – კურსკიდან 76 000-ზე მეტი ადმიანია ევაკუირებული

რუსეთის კურსკის ოლქიდან 76 000-ზე მეტი ადმიანია ევაკუირებული, – ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ევაკუირებულების ნაწილი დროებითი განსახლების ცენტრებში გაგზავნეს, ნაწილი კი – ნათესავებთან.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განმარტავენ, რომ დროებითი განსახლების 60 ცენტრში 4,3 ათასზე მეტი ადამიანია განთავსებული. ევაკუაცია სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით ხორციელდება და მათ ანაწილებენ ვორონეჟის, კალუგას, ლიპეცკის, მოსკოვის, ორიოლის, ტვერისა და ტულას ოქლებში.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებენ. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის და სუჯანსკის რაიონებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ