რუსეთის იაროსლავლის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის იაროსლავლის ოლქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაროსლავლის ოლქის გუბერნატორის, მიხაილ ევრაევის განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენა დრონებით თავდასხმას არ უკავშირდება.
„დღეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივები შეშფოთებულები იყვნენ, რომ ეს შესაძლოა მტრის დრონის თავდასხმის შედეგი ყოფილიყო. თუმცა, დღეს დრონებით თავდასხმა არ დაფიქსირებულა. ხანძარი ტექნოგენური ხასიათისაა“, – აღნიშნა გუბერნატორმა.
გუბერნატორის ცნობით, ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით ადგილზე სახანძრო სამსახურები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!