რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიევმა ყირიმზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 28 დეკემბერს ღამით ყირიმის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
“გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა დრონების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები ისმოდა და საოკუპაციო რეჟიმმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია