Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 1 ივნისს დრონებით თავს დაესხნენ რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე, მათ შორის მურმანსკის ოლქში მდებარე ოლენიასა და ირკუტსკის ოლქში მდებარე ბელაიაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამას ტერორისტულ აქტს უწოდებს.
ის ადასტურებს, რომ თავდასხმის შედეგად მოხდა რამდენიმე თვითმფრინავი ცეცხლში გაეხვა, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდასხმა უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დისტანციურად მართვადი დრონების გამოყენებით მოხდა.
ასევე, რუსული მხარის ინფორმაციით, ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია და შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
